აპრილი 11, 2014

,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზია გაუქმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზია გააუქმა.

კომისიამ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო მიიღო: ტელეკომპანია 2013 წლის 18 იანვრის შემდეგ მაუწყებლობას არ ახორციელებდა. გარდა ამისა, ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, ასევე კომპანიას გააჩნია სალიცენზიო (საბიუჯეტო) გადასახადის დავალიანება 12 ათას ლარზე მეტი ოდენობით და „ტელეკომპანია მე-5 არხის“ 50% წილის მფლობელი ქ. ბოლნისის მუნიციპალიტეტია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი,  სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის (მაუწყებლობის) შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება. ასევე, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები ადმინისტრაციული ორგანოს ან/და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, „ტელეკომპანია მე-5 არხს“ კანონის ეს ორივე მოთხოვნა დარღვეული აქვს.

გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები