ნოემბერი 26, 2012

ტელეკომპანია „მზის“ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს ტელეკომპანია „მზის“ სამაუწყებლო ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძლივდა.

კომისიაში, ამ საკითხთან დაკავშირებით,  საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2012 წლის 26 ოქტომბერს დაიწყო.კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ტელეკომპანია „მზეს“ სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის 48 411 ლარის გადახდა მოუწევს.

კომპანიამ აღნიშნული თანხა ერთი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, კომისიის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები