ივლისი 11, 2014 15:58

ტელეკომპანია „ობიექტივმა“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი კანონდარღვევით განათავსა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივს“  წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

საქმე ეხება ქ. ოზურგეთის ერთ ერთი მერობის კანდიდატის შოთა გოგიბერიძის წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში სავალდებულო სურდოთარგმანის გარეშე გავიდა (2014 წლის 5 ივლისს 12:20:55 საათზე).

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის, 1 ნაწილის, გ) პუნქტის შესაბამისად წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამა სურდოთარგმანით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ამავე კანონის შესაბამისად, მაუწყებელთა მიმართ არსებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმს, სამართალდარღვევის საქმეს კი სასამართლო განიხილავს. კომისიამ ზემოთხსენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შემდგომი რეაგირებისთვის უკვე გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები