ივნისი 29, 2012

ტელეკომპანია „რიონი“ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის უფლებას ითხოვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ საჯარო  ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა  2012 წლის 27 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება, კომისია გადაწყვეტილებას  ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები