მაისი 04, 2015 16:04

ტელეკომპანია „რიონის“ საჩივარს ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს წინააღმდე კომისია 14 მაისს განიხილავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რიონის“ საჩივარი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.

„რიონი“ სადაოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოს ეთიკისა და სააპელაციო საბჭოების ორივე შემადგენლობაში ფიგურირებს ამავე კომპანიის ერთიდაიგივე თანამშრომლის სახელი და გვარი. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად კი თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმის მისაღებად, სააპელაციო ორგანოს წევრს თვითრეგულირების ორგანოში მიღებული გადაწყვეტილების განხილვაში  არ უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული.  სააპელაციო ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. ტელეკომპანია „რიონის“ განმარტებით, „მეგა ტვ“-ს თანამშრომლი ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პირად. ასევე, ტელეკომპანია „რიონი“ სადაოდ ხდის ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის პროცედურული ნორმების დარღვევას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიამ ტელეკომპანია „რიონის“ საჩივარი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც მოდავე მხარეებს საკუთარი პოზიციების წარმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ 2015 წლის 14 მაისს 16:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები