იანვარი 13, 2012

ტელეკომპანია „სამეგრელოს“ ლიცენზიის მოქმედების ვადა ათი წლით გაუგრძელდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „სამეგრელოს“ სამაუწყებლო ლიცენზიას ვადა ათი წლით გაუგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  25 სამაუწყებლო კომპანიის ლიცენზიის ვადის მოქმედების მომდევნო ათი წლით გაგრძელებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება   2011 წლის, 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაიწყო, მათ შორის იყო ტელეკომპანია „სამეგრელოც“. კომისიაში 2011 წლის, 30 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 24 სამაუწყებლო კომპანიას ლიცენზიის მოქმედების ვადა გაუგრძელდა, მხოლოდ ტელეკომპანია „სამეგრელოს“ საკითხის არსებითი სხდომა 10 სამუშაო დღის შემდეგ ჩანიშნა, რადგან 30 დეკემბრის სხდომაზე, ტელეკომპანია „სამეგრელოს“ არაუფლებამოსილი პირი წარმოადგენდა და ასევე, კომპანიას არ ჰქონდა შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები