ოქტომბერი 12, 2012

ტელეკომპანია „საქართველოს“ ლიცენზია ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდს“გადაეცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2012 წლის 12 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ააიპ „სამოიქალაქო განვითარების ფონდს“ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობა მიეცა.

კომისიას შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მოსაპოვებლად ორივე სუბიექტმა ერთობლივი განცხადებით მიმართა. სამაუწყებლო ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიიღონ.

ამავე კანონის თანახმად, კომისია ვალდებულია სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემის შესახებ წინასწარი თანხმობის მიცემამდე შეისწავლოს ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები ხომ არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ასევე, ლიცენზიის მაძიებელი, ამ შემთხვევაში ააიპ „სამოიქალაქო განვითარების ფონდი“, ხომ არ ფლობს იგივე სამაუწყებლო ზონებში კერძო საეთერო საეთერო მაუწყებლობის სხვა ლიცენზიას.

კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, ააიპ „სამოიქალაქო განვითარების ფონდი“ ზემოთ ჩამოთვლილი კანონისმიერ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა, ამიტომ კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ და ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდის“ მოთხოვნა სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ ფლობდა კერძო საერთო მაუწყებლობის სამ ლიცენზიას:

1.       კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზია – ქ. თბილისი;

2.       კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია – ქ.  გორი, ქ. ქუთაისი, ქ. სჩხერე, ქ. სენაკი;

3.       კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია – ქ. ბათუმი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები