აგვისტო 26, 2011

ტელეკომპანია “თრიალეთმა“ სატელიტით მაუწყებლობის ნებართვა მიიღო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთმა“ სატელიტით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „თრიალეთმა“ მიმართა და ითხოვა, თავისი ლიცენზიის მოდიფიცირება, ისე რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

კომისიამ 2011 წლის 29 ივლისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ამ საკითხთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განისაზღვრა მაუწყებლობის გეოგრაფიული საზღვრები და ტექნიკური პარამეტრები.

გადწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები