წვდომის მენიუ

აგვისტო 07, 2018 13:05

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები მეორე კვარტალში 2%-მდეა გაზრდილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის II კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 2%-მდეა გაზრდილი. წინა წელთან შედარებით ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავალები 309,048 ლარით გაიზარდა, რაც 1.7%-ს შეადგენს. კომისიამ მაუწყებლების  შემოსავლების 2018 წლის II კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა შემოსავლებთან ერთად რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს მოიცავს.

 

დეტალური ინფორმაცია სატელევიზიო შემოსავლების 2018 წლის II კვარტლის შესახებ იხ. კომისიის ანალიტიკურ პორტალზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები