თებერვალი 10, 2012

„ტელე–რადიო კომპანია TV-7“-მა თანამგზავრით მაუწყებლობის უფლება მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“ –ის სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაიწყო. კომპანია თავისი ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას ითხოვდა, რომ კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადის, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელების საშუალება მისცემოდა.

შეგახსენებთ, შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–მა საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიიღო. ლიცენზიის სახეა – კერძო ტელემაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობაა – საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი კი – ქ. თბილისი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები