დეკემბერი 30, 2011

ტელე–რადიო კომპანია TV-7“ თანამგზავით მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–ის განაცხადის საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომპანია თავისი ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას ითხოვს, რომ კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.შეგახსენებთ, შპს „ტელე–რადიო კომპანია TV-7“–მა საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიიღო. ლიცენზიის სახეა – კერძო ტელემაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობაა – საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი კი – ქ. თბილისი. ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართება 2011 წლის 30 იანვარს 16:00 საათზე, გადაწყვეტილებას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები