აგვისტო 23, 2013

ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

შეგახსენებთ, კომისიის მიერ სამაუწყებლო პრიორიტეტების დადგენის მიზნით კვლევის ჩატარებაზე გამოცხადებულ ტენდერში „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა“ (IPM) გაიმარჯვა. კომპანიამ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოუდგინა კომისიას, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფორმით დაამტკიცებს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის შესაბამისად, კომისია 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.

„საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის“ (IPM) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივ აზრის კვლევაში ასახულია:

ა) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა სათემო ტელემაუწყებლობაზე და საზოგადოების იმ ნაწილთა განსაზღვრა, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სათემო ტელემაუწყებლობა;

ბ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა სათემო რადიოუწყებლობაზე და საზოგადოების იმ ნაწილთა განსაზღვრა რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სათემო რადიო მაუწყებლობა;

გ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო სპეციალიზებული ტელე მაუწყებლობის თემატიკისადმი;

დ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის თემატიკისადმი;

ე) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე;

ვ) საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2013 წლის 23 სექტმებერს 16:00 საათზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებიდან ათი დღის ვადაში მიიღებს.

თანდართულ დოკუმენტად, გთხოვთ იხილოთ „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის“ (IPM) კვლევა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები