ივნისი 15, 2012

ტექნიკური უნივერსიტეტის დასკვნა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპსსტერეო+“– შესახებ მედიაში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციების გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტს მიმართა და ტექნიკური დასკვნა  კიდევ ერთი მტკიცებულების სახით მოითხოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიღებული პასუხის თანახმად, სატელევიზიო სიგნალის დახურვა ანუ მისი კრიპტოდაცვა შესაძლებელია ე.წ. სკრემბლერების გამოყენებით, რომელთა ტექნიკური რეალიზაცია განხორციელებადია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.

შეგახსენებთ, რომ შპსსტერეო+“–ის ხელმძღვანელი, დავით ზილფიმიანი აცხადებდა, რომსტერეო+“–ის მიზანი არ იყო ტელეკომპანიამეცხრე არხისსიგნალის ღია ეთერით გავრცელება და ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე რადიოხაზებით მომსახურების განხორციელების თანმდევი აღმოუფხვრელი მოვლენა იყო.  კომისიამ წინა კვირაში შესთავაზესტერეო+“– პრობლემის კოდირებული სიგნალის გაშვებით მოხსნა და ამევე, დროს კომისიის რეკომენდაციისთვის უფრო მაღალი სანდოობის შეძენისთვის, ტექნიკური დასვნისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც მიმართა. ეტერგეტიკისა და კომუნიკაციოების ფაკულტეტის მიერ მომზადებული ტექნიკური დასკვნა დაემთხვა კომისიის პოზიციას. რაც კომისიითვის არ ყოფილა მოულოდნელი.

სურვილის შემთხვევაში, კომისია მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასკვნის ასლი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები