ივლისი 15, 2011

თერჯოლაში 1000 სააბონენტო ნომერზე აუქციონი გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ახალი ქსელების“ განაცხადის საფუძველზე თერჯოლაში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

კომისიის გადაწყვეტილებით, აუქციონი 2011 წლის 26 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება, საბუთების მიღება კი 2011 წლის 8 აგვისტოს, 17:00 საათამდე იწარმოებს.

1000 სააბონენტო ნომრის საწყისი ღირებულება 300 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები