წვდომის მენიუ

მარტი 23, 2017 14:20

უკრაინის მარეგულირებელი კომისიის დელეგაცია საქართველოს ეწვია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უკრაინის ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული კომისიის დელეგაციას  მასპინძლობს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის მარეგულირებლი კომისიის წარმომადგენლები თავმჯდომარის მოადგილის ულიანა ფესჩუკის ხელმძღვანელობით მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობას და აღსრულების მექანიზმებს გაეცნობიან.

მათი ინტერესის საგანია, მედია გამჭვირვალობა, როგორც მაუწყებელთა მფლობელობის, ასევე მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის მიღწევის მექანიზმები. დელეგაციის წევრები მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის დაწყების და საქართველოს მარეგულირებელ ორგანოში ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცედურული საკითხებითაც დაინტერესდნენ.

ორი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები