მარტი 21, 2012

USAID და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართა და დოკუმენტს ხელი კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა და USAID–ის  საქართველოს მისიის დირექტორმა, სტივენ  ჰაიკინმა მოაწერეს.

მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ სამართლიანი და კონკურენტული მარეგულირებელი გარემოს შესაქმნელად საჭიროა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, კომისიის კომუნიკაცია  არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები