აპრილი 16, 2014

ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი გახდა

 

დღეს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ვახტანგ აბაშიძე აირჩია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი საქართველოს პრეზიდენტმა  2014 წლის 6 მარტს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა 9 კანდიდატმა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობასთან კონტრასიგნაციის შედეგად საქართველოს პარლამენტს სამი კანდიდატი ვახტანგ აბაშიძე, ლია მუხაშავრია და ნინო კიკნაძე წარუდგინა.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე 85 ხმით მხარი ვახტანგ აბაშიძეს დაუჭირა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები