დეკემბერი 10, 2015 11:34

ვახტანგ აბაშიძე ლონდონში როუმინგული მომსახურების მომავალი რეგულაციების და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების პერსპექტივების თაობაზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე, ლონდონში, 2015 წლის 11 დეკემბერს, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების ჯგუფის (Independent Regulators Group - IRG) წევრი მარეგულირებლების თავმჯდომარეების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სამუშაო შეხვედრას ევროგაერთიანებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელის (EU and Eastern Partnership Electronic Communications Regulators Network - EaPeReg) 2015 წლის თავმჯდომარის რანგში ესწრება.

შეხვედრა იმართება ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლების გაერთიანების (Body of European Regulators for Electronic Communications - BEREC) პლენარული სესიის ფარგლებში. შეხვედრის თემაა საერთაშორისო როუმინგული მომსახურება - ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების პერსპექტივები.

ევროკომისიამ დააანონსა 2017 წლისთვის როუმინგული მომსახურების დერეგულაცია და ამ სერვისისთვის დამატებითი საფასურის გაუქმება. EaPeReg ქსელის 2015 წლის 5 ნოემბრის პლენარული სესიის გადაწყვეტილებით, ქსელის ფარგლებში იქმნება საექსპერტო სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საერთაშორისო როუმინგული მომსახურების ერთიანი სივრცის შექმნასა და  ევროპის ერთიან სივრცესთან ჰარმონიზაციის საკითხებზე იმუშავებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები