აპრილი 17, 2012

ვიზიტი პოლონეთის მარეგულირებელ ოფისში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგაცია, კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისში გაიმართა. ირაკლი ჩიქოვანი პოლონელ კოლეგას მაგდალენა გაჯს შეხვდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2012 წელს შემდეგ საკითხებზე ითანამშრომლებენ: ინტერნეტის თავისუფალი წვდომა ქვეყნის მაშტაბით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში გამოცდილების გაზიარება, რადიოსიხშირული სპექტრის მართვა და ინფრასრუქტურულ საკითხებში დახმარება, როგორიცაა რადიომონიტორინგის ლაბორატორიის აგება და მართვა.

2012 წლის 9–10 მაისს ქ. ვარშავაში ევრო კავშირის ეგიდით იმართება ციფრული მაუწყებლობის შესახებ კონფერენცია–სემინარი, რომელსაც პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის მიწვევით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგაციაც დაესწრება.

ვიზიტი ორი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანობს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2011 წელს გაფორმდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები ორჯე იმყოფებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში და მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხებს ეცნობოდნენ. დოკუმენტის ხელმომწერი ორივე მხარე თანამშრომლობას დადებითად აფასებს და სამომავლოდ უფრო მჭიდრო ურთიერთობას გეგმავს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგაცია პირველი უცხოური დელეგაცია იყო პოლონეთის მარეგულირებელ ოფისში მას შემდეგ რაც მაგდალენა გაჯი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები