ივნისი 07, 2011

ვიზიტი პოლონეთის მარეგულირებელ ორგანოში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგაცია პოლონეთში მიემგზავრება. ვიზიტის მიზანია ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

საქართველოს ხუთ კაციანი დელეგაცია პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისში 2 სამუშაო დღის განმავლობაში დარჩება და პოლონელი კოლეგების მუშაობის სისტემას დააკვირდება, ესევე, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის მარეგულირებელი ორგანოს პრეზიდენტი სტუმრებისთვის პრეზენტაციას ჩაატარებს.

კომისიის თანამშრომელთა ვიზიტი სრულად ფინანსდება პოლონეთის ბიუჯეტიდან.

პროექტი  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განვითარების ხელშეწყობას, მაღალხარისხიანი ეფექტური სატელეკომუნიკაციო მომსახურებების განვითარებაში დახმარებას, ასევე, მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების გაცვლას და ელექტრონული კომუნიკაციების რეგულირების სფეროში ერთობლივი შეხვედრების, სემინარებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები