ნოემბერი 22, 2014 11:11

WTIS 2014-ის სიმპოზიუმის ოფიციალურ გახსნამდე ქართული მხარე მაღალი დონის სტუმრებისთვის პრეზენტაციებს გამართავს

2014 წლის 23 ნოემბერს 10:30 საათზე თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმი – WTIS 2014-ის ოფიციალურ გახსნამდე სტუმრებისთვის საქართველოში ICT სექტორში არსებული მდგომარეობის და განვითარების თაობაზე პრეზენტაციებს საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამართავენ.

WTIS 2014-ის მე-12 სიმპოზიუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის 24 ოქტომბერს 09:00 საათზე ოფიციალურად გახსნის. სამდღიანი სიმპოზიუმის ფარგლებში შემდეგი საკითხები განიხილება:

·         საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ანგარიშის - საინფორმაციო საზოგადოების შეფასება 2014 (Measuring the Information Society 2014) პრეზენტაცია

·         ICT სექტორის 2015 წლის შემდგომი განვითარების გეგმის და სამომავლო პრიორიტეტების პანელური განხილვა

·         მსჯელობა დიდი მოცულობის მონაცემების (Big Data) გამოყენების თაობაზე

·         დისკუსიები ICT-ის სტატისტიკური მონაცემების ხარისხზე, ღია მონაცემების პოლიტიკასა და ICT4D-ის (ICT for Development) შეფასების მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებ

·         სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების (EGTI) და შინამეურნეობის ინდიკატორების (EGH) ექსპერტთა ჯგუფების  მუშაობის შედეგების განხილვა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები