წვდომის მენიუ

მაისი 20, 2016 16:13

www.adjaranet.com ვებსივრცესს დაუბრუნდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „სი ჯი ელ“-ის  (www.adjaranet.com), შპს „აიმუვის ჯი“-ს (www.imovies.ge), სს „სილქნეტის“,  შპს „იბერია–TV“–ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვი“-ს წარმომადგენლებთან  ვებსივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსების საკითხთან დაკავშირებით (არალეგალური მხატვრული ფილმები და სერიალები) შეხვედრა გაიმართა.

შპს „სი ჯი ელ“-ის  (www.adjaranet.com) წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შპს „იბერია–TV“–ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქცია, რომელზეც შესაბამის ნებართვებს აღნიშნული კომპანიები ფლობდნენ, ვებგვერდიდან (www.adjaranet.com) მოხსნილია. საუბარია, პოპულარულ და ძვირადღირებულ მხატვრულ ფილმებზე და სერიალებზე (“Breaking Bad”, “Game of Thrones”, “გრეის ანატომია”, “ამერიკული საშინელებათა ისტორია” და სხვა...), ასევე საპრემიერო კონოფილმებზე, რომელთა  ჩვენება კინოთეატრებში ჯერ არ დასრულებულა, რიგ შემთხვევებში არც კი დაწყებულა.

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ კვლავ მიმართავს ინტერნეტპროვაიდერებს და ამჯერად www.adjaranet.com-ზე მომხმარებლებისთვის წვდომის აღდგენა მოითხოვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 მაისის წერილი, რომლითაც კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებს „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, ვებ–გვერდ www.adjaranet.com-ზე არსებულ დაუშვებელ პროდუქციასთან წვდომის შეზღუდვა მოისთხოვა, შპს „სი ჯი ელ“-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში  გასაჩივრა. შპს „სი ჯი ელ“-ის  (www.adjaranet.com) განცხადებით, კომპანიამ სადავო აუდიოვიზუალური პროდუქცია ვებგვერდიდან სასამართლო განხილვების დასრულებამდე მოხსნა.

შეხვედრის მონაწილე მხარეები ინტერნეტ სივრცეში ლეგალური კონტენტის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად  სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები