ყვარლის მუნიციპალიტეტის საკაბელო ოპერატორი არამართლზომიერი რეტრანსლირების გამო წერილობით გაფრთხილდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ი/მ „პაატა აბრალიშვილი“ გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის გამო წერილობით გააფრთხილა.
ინდივიდუალური მეწარმე შემდეგ სამაუწყებლო არხებს გადასცემდა სათანადო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე: „იმედი“, „მაესტრო“, 8. „TV 11“, „Индия ТВ“, „Боец ТВ“ და „RU TV“.
კომისიამ მიიჩნია, რომ ი/მ „პაატა აბრალიშვილმა“ დაარღვია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები. კომისიის გადაწყვეტილებით, იურიდიულ პირს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა.
გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.