მარტი 28, 2014

ზღვრული ტარიფი საერთაშორისო ოპერატორებისთვის

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაციის (ზარის განხორციელების) ქვედა ზღვრული ტარიფის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

მოქმედი ტარიფით მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში (მობილურ ქსელში) საზღვარგარეთიდან შემომავალი ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრული ტარიფი (კავშირის განხორციელება) 10 აშშ ცენტს შეადგენს, ხოლო ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრული ტარიფი 5 აშშ ცენტია.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი თითქმის ყველა კომპანია მიესალმება.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის  29 აპრილს 16.00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები