მარტი 18, 2019 17:01

მოწყობილობებს შორის კავშირი და მისი გამოყენება 5G ტექნოლოგიებში

აბონენტთა მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკომუნიკაციო ქსელების გამტარუნარიანობის გაზრდის საჭიროებამ მიგვიყვანა ფიჭური კავშირის ქსელების განვითარების პროცესამდე პირველი თაობიდან (1G) მეხუთე თაობამდე (5G). უახლოეს მომავალში გაჩნდება საკომუნიკაციო ქსელებში ჩართული მილიარდობით მოწყობილობა. მოსალოდნელია, რომ ასეთი დიდი რაოდენობის კავშირები იქნებიან არაერთგვაროვანნი თავისი ბუნებით, მოითხოვენ გაცილებით უფრო მაღალი გადაცემის სიჩქარეებს, ნაკლებ დაყოვნებებს და სისტემების გაზრდილ გამტარუნარიანობას. ხელმისაწვდომი სპექტრალური რესურსები შეზღუდულია და საჭიროებს ქსელის ოპერატორების მიერ მათ უფრო მოქნილ და გონივრულ გამოყენებას, რათა მხარი აუბან გაზრდილ მოთხოვნებს. ერთ-ერთი ყველაზე უფრო პერსპექტიული და მაღალი პოტენციალის მქონე ტექნოლოგია, რომელიც მომავალი თაობის ქსელებში იძლევა რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას, ეს არის მოწყობილობებს შორის (D2D) კავშირი. დოკუმენტში ფართოდაა განხილული აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა D2D კავშირის ძირითადი პრინციპები, მისი არქიტექტურა და შესაძლო გამოყენებები; ასევე დეტალურად არის წარმოდგენილი D2D კავშირის მხარდამჭერი ტექნოლოგიები და სხვა ტექნიკური და ეკონომიკური ასპექტები. დოკუმენტის ბოლოს განხილულია D2D კავშირის შესაძლო გამოყენებები 5G ტექნოლოგიებში. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები