მაისი 13, 2019 18:52

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს მეორად კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე წინადადების შესახებ

ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ ფარგლებში ექსპერტებმა შეისწავლეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტები და მოამზადეს რეკომენდაციები აღნიშნული აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით. დაძმობილების პროექტის ფარგლებში მომზადდა შემდეგი დოკუმენტები:

- „საჯარო კონსულტაციების შესახებ წესები“

- „ზოგადი ნებართვის მარეგულირებელი წესები“

- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურებების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებების პროექტი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქვეყნებს დაძმობილების პროექტის ფარგლებში მომზადებულ საკონსულტაციო დოკუმენტს შესაბამისი დანართებით.

ზოგადი ნებართვით განსაზღვრულ რადიოსიხშირულ სპექტრში გამოყენებული მოწყობილობების მიმართ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტები, რომლებიც გამოქვეყნებულია 2018 წლის 27 სექტემბერს, იხილეთ ბმულზე

დაინტერესებული პირების შენიშვნებისა და კომენტარების მიღება იწარმოებს დოკუმენტების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში (13.05.19-13.06.19), ელექტრონულ მისამართზე: consultation@gncc.ge

პროექტი ხორციელდება ლიეტუვის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (RRT), გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს (BMWi), პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისისა (UKE) და ცენტრალური პროექტის მართვის სააგენტოსთან (CPMA) პარტნიორობით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები