წვდომის მენიუ

დეკემბერი 09, 2020 15:54

„სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესში“ შესატანი ცვლილებისა და დამატებების საკონსულტაციო დოკუმენტი

CEPT-ის შესაბამის გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებთან ჰარმონიზირების მიზნით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული იქნა „სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესში“ შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. რომელშიც შეიძლება გამოიყოს შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • CEPT-ის ევროპული რადიოსაკომუნიკაციო კომიტეტის (ERC) ანგარიში 32-ის, ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტის (ECC) ანგარიში 89-ის და  რეკომენდაცია Rec T/R 61-02 გათვალისწინებით, ნაცვლად არსებული 4 კატეგორიისა (С, B, A და EXTRA), ახალი რედაქციით მიღებულია 2 კატეგორია A და B. A კატეგორიაში, რადიომოყვარულის მაღალი EXTRA კვალიფიკაციის დონე განირჩევა სახმობი ნიშნის სუფიქსში სავალდებულო ციფრული აღნიშვნის (0 დან 9-მდე) შემდეგ,  მხოლოდ 1 ასო-ნიშნის გამოყენებით. აღნიშნული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა ასევე გამოიწვია რადიომოყვარულების კვალფიკიციის მინიჭებისას ქვეყანაში არსებულმა პრაქტიკამ. კერძოდ, C და B კატეგორიებისთვის განსაზღვრული სიხშირული დიაპაზონები, სიმძლავრეები, გასხივების კლასები იყო მცირედით განსხვავებული. გათვალისწინებული იქნა, რომ C კატეგორიის მქონე რადიომოყვარულთა უმრავლესობა მოითხოვდა მის ამაღლებას მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ სახმობი ნიშანი ჰქონოდა ნაცვლად 6-ისა 5 სიმბოლიანი. შესაბამისად წარმოდგენილ ცვლილებათა პროექტით მოხდა ამ კატეგორიების გაერთიანება. A და EXTRA კატეგორიების მიერ გამოყენებული სიხშირული დიაპაზონები, სიმძლავრეები, გასხივების კლასები იყო იდენტური და განსხვავება იყო მხოლოდ მორზეს კოდის გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ჩვენს მიერ გათვალისწინებული იქნა CEPT-ის რეკომენდაციები (ასევე ITU-ს რადიორეგლამენტის თავი 25, რომლის მიხედვიდაც ადმინისტრაცია განსაზღვრავს უნდა გააჩნდეს თუ არა რადიომოყვარულს მორზეს კოდის გადაცემის უნარები) მორზეს კოდის გამოყენებასთან დაკავშირებით და ის ამოღებული იქნა კატეგორიის განსაზღვრის მოთხოვნებიდან. ამასთნ ერთად, A კატეგორიაში შენარჩუნებული იქნა E ექსტრა კატეგორიის ცნებაც, რადგან ამ კატეგორიის რადიომოყვარულები უკვე მრავალი წლის მანძილზე იყენებენ 4 სიმბოლიან სახმობ სიგნალს, რომლითაც რადიოკავშირები განხორციელებული აქვთ მსოფლიო მასშტაბით;  
  • ყველა რადიომოყვარულისთვის უნიკალური სახმობი ნიშანი იქნება 5 სიმბოლიანი: პრეფიქსი 4L - (საქართველოსთვის ITU-ს მიერ გამოყოფილი ქვეყნის კოდი და  სუფიქსი 3 სიმბოლიანი კომბინაცია. პირველი სავალდებულო ციფრი (0 დან 9 - მდე) და ინგლისური ანბანის 2 ასო-ნიშანი.

შენიშვნა: 1. ამჟამად С კატეგორიის რადიომოყვარულისთვის გამოიყენება 6 სიმბოლიანი სახმობი ნიშანი. პროექტით გათვალისწინებულია მისი გაერთიანება B კატეგორიასთან (5 სიმბოლიანი უნიკალური სახმობი ნიშნით), რომელიც მოიცავს C კატეგორიისთვის განსაზღვრულ სიხშირულ დიაპაზონებს, გასხივების კლასებს და გასხივებულ სიმძლავრეებს .

                   2. EXTRA კვალიფიკაციის საჭირო სავალდებულო მოთხოვნები მოცემულია „სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესის“ პროექტში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, შენიშვნები და წინადადებები ამ კატეგორიასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.

  • CEPT-ის რეკომენდაციების Rec T/R 61-01 და Rec T/R 61-02 გათვალისწინებით, პროექტში წარმოდგენილია სამოყვარულო რადიოსადგურის 4 ენოვანი (ქართული, გერმანული, ფრანგული და ინგლისური) ნებართვის ფორმა, რომელიც თან დაერთვება კომისიის გადაწყვეტილებას რადიომოყვარულისთვის სახმობის მინიჭების შესახებ;
  • CEPT-ის ზემოაღნიშნული ანგარიშების და რეკომენდაციების, ასევე Rec (05)06 რეკომენდაციების გათვალისწინებით, „სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესის“ ახალი რედაქციით წარმოდგენილ პროექტში, A და B კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის განისაზღვრა ტესტირების ახალი კითხვარი. ტესტირების საკითხები მოიცავს რადიოტექნიკის თეორიულ და რადიოსადგურების (მიმღები, გადამცემი, ანტენები და ა.შ.) გამოყენების ტექნიკურ ნაწილებს. მასში შესულია ასევე ექსპლოატაციის უსაფრთხოების დაცვის ნორმების ცოდნა, რადიოკავშირებისას გამოსაყენებელი ფონეტიკური ანბანი, საერთაშორისო Q და რადიოსამოყვარულო კოდები.

აღნიშნული ცვლილებების და დამატებების პროექტს შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ თანდართული ფაილის სახით.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები