აგვისტო 16, 2012

ბეჭდვური გამოცემების ჩამონათვალი რომლებიც საარჩევნო პროცესში მედია მონიტორინგს დაექვემდებარება შეიცვალა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იმ საგაზეთო გამოცემების განახლებულ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების თანახმად მონიტორინგს დაექვემდებარა.

შეგახსენებთ, 2012 წლის 15 აგვისტოს გამართულ საჯარო სხდომაზე „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილება დაამტკიცა. დადგენილების თანახმად მონიტორინგი იმ გაზეთებზე გავრცელება, რომლებიც ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ფინანსდება.

საარჩევნო პროცესში კომისია ზედამხედველობას შემდეგ ბეჭდვურ გამოცემებს გაუწევს:

1 „ეგრისის მაცნე“;
2  „გურჯაანი“;
3  „გაზეთი ბოლნისი“;
4  „მოდინახე“;
5 „ენციკლოპედია ქუთაისი“;
6   „ლიტერატურული მესხეთი“(ადიგენი);
7 „ჩემი აფხაზეთი“;
8 „ვრასტანი“
9  „გურჯისტანი“;
10  „ონი News“;
11 “ახალი ხარაგაული”;
12 „ლიტერატურული მესხეთი“ (ახალქალაქი);
13 „ყაზბეგის მაცნე“;
14  „კოლხეთი“;
15 „ბახტრიონი“;
16  „თერჯოლა“;
17 „ხობის მოამბე“;
18 „სამტრედიის მაცნე“;
19 „ზესტაფონის მოამბე“;
20 „დუშეთის მაცნე“;
21 „აჭარა“;
22 „ადჟარია“;
23 „ყვარელი“;
24 „ხონი“;
25 „აბაშის მაცნე“;
26 „ტყიბულის დროით“;
27 „თავისუფალი მრწამსი“;
28 „თვითმართველობის მაცნე“;
29  შპს „შირაქი“;
30 “გარეჯის მაცნე”
31 „მცხეთა“;
32 „გორის მაცნე“;
33 „ქარელის მოამბე“;
34  „ლილე“;
35 „არშალუსი“;
36 „ლეჩხუმი“.
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები