სექტემბერი 29, 2012

კომისიის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიმართავს იმ სამაუწყებლო კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის "საარჩევნო კოდექსის" თანახმად კენჭისყრის დღის დაწყებამდე წინა 48 საათის განმავლობაში, ანუ 2012 წლის 29 სექტემბრის, 08:00 საათიდან და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე დაუშვებელია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების ეთერში გამოქვეყნება .

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები