აგვისტო 17, 2012

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალი უფასო საეთერო სარეკლამო დროსთან მიმართებაში

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2012 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ იქნა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 51-ე მუხლის მიზნებისათვის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა განახლებული ჩამონათვალი:

1.„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

2.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“

3.„გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“

4.„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანიებს გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია და უფასო პოლიტიკური რეკლამა საკუთარ ეთერში მხოლოდ იმ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყონ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნდა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო პროცესში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის გადაანგარიშებისას უნდა იხელმძღვანელონ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს #9 დადგენილებით: „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი“.

http://www.cesko.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=13&info_id=9235

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები