ნოემბერი 16, 2020 20:11

მაუწყებლებს - მეორე ტურის მიმდინარეობისას უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამების განთავსების თაობაზე

კომისიის 2020 წლის 03 ნოემბრის წერილით (Nგ-20-04/3473) უკვე გეცნობათ არჩევნების მეორე ტურში ფასიანი და უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ვალდებულებების თაობაზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნული მოწესრიგებლია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (შემდგომში „საარჩევნო კოდექსი“) 761 მუხლის 21-ე და 22-ე ნაწილების შესაბამისად.

დამატებით გაწვდით ინფორმაციას მეორე ტურში უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და პროპორიულობის თაობაზე. კერძოდ, „საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში) მეორე ტურში მონაწილეობისათვის.

2020 წელს „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უფასო საეთერო დრო მეორე ტურში შესაბამისი პროპორციით გადანაწილდება მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტზე, მიუხედავად იმისა, პირველი ტურში სარგებლობდა თუ არა კონკრეტული სუბიექტი კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით (მათ შორის, დამოუკიდებელი კანდიდატებიც).

აღნიშნულის გათვალსიწინებით, საეთერო დრო უფასო პოლიტუკრი/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით, შესაბამისი პროპორციულობით, ეკუთვნით მეორე ტურში გადასულ როგორც კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, ასევე არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს.

გარდა ამისა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მეორე ტურში უფასო საეთერო დრო განსხვავებით პირველი ტურისაგან, მეორე ტურში გადასულ საარჩევნო სუბიექტებს ეკუთვნით იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში), რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებმა, უფასო წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საარჩევნო კოდექსის შესაბამისად გამოსაყოფი დრო მეორე ტურში გადასულ საარჩევნო სუბიექტებს შორის უნდა გადაანაწილონ იმ პროპორციით, რა რაოდენობის კანდიდატითაც არის წარმოდგენილი შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი მეორე ტურში.

გთხოვთ, მეორე ტურის მიმდინარეობისას უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული პროპროციის შესაბამისად, ხოლო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე - 0322393086.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები