წვდომის მენიუ

ივნისი 18, 2019 16:49

კომუნიკაციების კომისია მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2019 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2019 წლის 20 მაისიდან 09 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 9 სამაუწყებლო არხს და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. 

მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენს:

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია;

ე) საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები;

2019 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის მედია მონიტორინგს 9 მონიტორი ახორციელებდა.

მონიტორინგის პროცესში დეტალური ანალიზი განხორციელდა სამაუწყებლო კომპანიებში წინა საარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებაზე. საანგარიშო პერიოდში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინა საარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში, ყურადღება გამახვილებულია სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. დაკვირების საგანია ასევე, მაუწყებლის მხრიდან იმ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის გაშუქება, რომლებიც არ წარმოადგენენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, მაგრამ მონაწილეობენ არჩევნებში. მაუწყებლების მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია სწავლობს ყოველ კონკრეტულ საკითხს და ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

მონიტორიგნის შედეგებში მოცემულია ინფორმაცია ახალი ამბების პროგრამებში საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის შესახებ. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში ანალიზდება შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში, ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში, გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო.

მონიტორიგნის შედეგებში ინფორმაცია ჩაშლილია გენდერულ ჭრილშიც. კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.

„ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია პროგრამა, რომლის წამყვანებიც არიან პოლიტიკური გაერთიანება პატრიოტთა ალიანსის წევრები დავით თარხან–მოურავი და ირმა ინაშვილი.

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და თავი შეიკავოს პოლიტიკური თანამდებობის პირის, ან პოლიტიკური პარტიის წევრის საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ახალი ამბების, ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით მონაწილეობაზე.

წინასაარჩევნო დებატები – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით. საანგარიშო პერიოდის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ მთელ რიგ მაუწყებლებს ან არ განუთავსებიათ წინასაარჩევნო დებატები, ან მათ მიერ განთავსებულ დებატების პროგრამებში მონაწილეობა არ მიუღიათ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. წინასაარჩევნო დებატების განთავსების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, კომისიამ მაუწყებლებს შესაბამისი ახსნა–განმარტებების წარმოდგენის მიზნით მიმართა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაუწყებლებისაგან მიღებული უკუკავშირის ანალიზი, რის დასრულებისთანავე კომისია გაატარებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები