მაისი 16, 2024 17:22

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით

ცნობა  №  24-10

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით

„სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტების, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე,  1061  და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და 177-ე მუხლის მე-4  ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის” მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 16 მაისის გ-24-23-219 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2024 წლის 20 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18).

საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით,  ერთიანი „საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვრა ორშაბათი, 2024 წლის 17 ივნისი. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.

ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

კომისიიდან საკონტაქტო პირი - სანდრო ქარუმიძე;  ელექტრონული ფოსტა: akarumidze@comcom.ge

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები