იანვარი 18, 2017 18:59

შეტყობინება შპს „ახალ ტექნოლოგიებს”

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არა ერთი მცდელობის მიუხედავად             შპს „ახალ ტექნოლოგიებს” ვერ ჩაბარდა შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ. შესაბამისად, შპს „ახალი ტექნოლოგიებისთვის“ გაგზავნილი წერილის შინაარსი საჯაროდ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ - გვერდზე. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2017 წლის 26 იანვარს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18, გაიმართება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) სხდომა, სადაც განიხილება                                                            შპს „ახალი ტექნოლოგიების” ავტორიზაციის შეჩერების საკითხი. 

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებსაქართველოს კანონისმე-191მუხლისპირველიპუნქტის) ქვეპუნქტისშესაბამისად, კომისიაუფლებამოსილიაშეაჩეროსავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: 

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; 

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; 

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს; 

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ კომისიაში წარადგინოთ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოთ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები.  

 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი წარმომადგენლის მონაწილეობა კომისიის სხდომასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში.

კომისიას მიაჩნია, რომ შეტყობინების შინაარსის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება შპს „ახალი ტექნოლოგიებისთვის“ გაცნობის ალტერნატიული ფორმაა.

 

კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე


თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები