სექტემბერი 19, 2016 14:52

შეტყობინება შპს „ჯეონეტს“

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18, გაიმართება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) სხდომა, სადაც განიხილება შპს „ჯეონეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ავტორიზაციის შეჩერების საკითხი, მის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობით, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 და 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებების, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო (საფუძველი: კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 08.08.16 Nშ-10/8109-16  სამსახურებრივი ბარათი).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღია 2016 წლის 5 სექტემბერი. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, შპს „ჯეონეტს“ უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები. 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

დანართი:

  1. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი - 3 გვ;
  2. საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი -1 გვ.

 

კომისიის თავმჯდომარე          

ვახტანგ აბაშიძე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები