ივლისი 05, 2016 13:26

შეტყობინება შპს „ეარ ლინქს“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შპს „ეარ ლინქს“ ვერ ჩაბარდა შეტყობინება  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე წარმოების დაწყების,  სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ.  შესაბამისად,  შპს „ეარ ლინქისათვის“  გაგზავნილი წერილის შინაარსი საჯაროდ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ - გვერდზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2016 წლის 30 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში ,,კომისია“)  მიერ ჩანიშნული სხდომა გადაიდო და გაიმართება 2016 წლის 7 ივლისს, 15 საათზე, მისამართზე:  0144 ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18. კომისიის სხდომაზე განიხილება შპს ,,ეარ ლინქისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და 26-ე  მუხლის დარღვევის გამო.

ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ კომისიაში წარადგინოთ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოთ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები. 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა კომისიის სხდომასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები