ივლისი 04, 2022 10:44

შეტყობინება შპს „ჰამბურგს“

2022 წლის 7 ივლისს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, მის მიერ „შპს „ჰამბურგის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის Nგ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის, შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების და შპს “ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 7 აპრილის გ-22-18 / 176 გადაწყვეტილების დარღვევის, კერძოდ, ჯამურად სალიცენზიო გადასახდელის 2,564.00 ლარის გადაუხდელობის გამო, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები