ივლისი 05, 2016 12:26

შეტყობინება შპს „NEW NET“-ს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შპს „NEW NET“-ს ვერ ჩაბარდა შეტყობინება  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე წარმოების დაწყების,  სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ.  შესაბამისად,   შპს „NEW NET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შეტყობინება საჯაროდ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ - გვერდზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, გატყობინებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში ,,კომისია“) 2016 წლის 30 ივნისს, 15 საათზე დანიშნული სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო შპს „NEW NET”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო (საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 5 აპრილის №შ-10/3159-16 და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2016  წლის 17 მაისის №10/10/4489-16  სამსახურებრივი ბარათები) გადაიდო და გაიმართება 2016 წლის  7 ივლისს, 15 საათზე, მისამართზე: 0144 ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღია 2016 წლის 10 ივნისი. გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ კომისიაში წარადგინოთ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოთ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები. 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა კომისიის სხდომასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები