ივნისი 22, 2016 14:35

შეტყობინება შპს „რეი ლაითს“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაერთი მცდელობის მიუხედავად,     შპს „რეი ლაითს“ ვერ ჩაბარდა  კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №344/23 გადაწყვეტილება “შპს „იმერ TV”-ის, შპს „რეი ლაითის“, შპს „ტვ XXI+“-ის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“,  შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „ტელეკომპანია ქუთაისის“, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”-ის და ფიზიკური პირების სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”. აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებ - გვერდზე, სამართლებრივი აქტებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „რეი ლაითისთვის“ გაგზავნილი კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №344/23 გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ საჯაროდ ქვეყნდება პრესრელიზების ბლოკში.

შპს „იმერ TV”-ის, შპს „რეი ლაითის“, შპს „ტვ XXI+“-ის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“, შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „ტელეკომპანია ქუთაისის“, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”-ის და ფიზიკური პირების სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

2016 წლის 5 აპრილის (№10/3157-16) ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაეცა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირების სია (დანართი №1), რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პერმანენტულად არ წარმოადგენენ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს ან წარმოადგენენ ნულოვან სტატისტიკურ ფორმებს.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების და საფინანსო დეპარტამენტებისგან მიღებული სამსახურებრივი ბარათებიდან (№10/3674-16, 20.04.16 და №10/3342-16, 12.04.16)  გამომდინარე ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში:

ა) ავტორიზებულ საქმიანობას არ ახორციელებენ, არ იხდიან რეგულირების საფასურს და არ წარუდგენენ კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს შემდეგი ავტორიზებული პირები:

1. ფიზიკური პირი სოფიო კუჭავა;

2. შპს „იმერ TV”;

3. შპს „რეი ლაითი“;

4. შპს „ტვ XXI+“;

5. ფიზიკური პირი ჰამლეტ გეგია.

ბ) ავტორიზებულ საქმიანობას არ ახორციელებენ, არ იხდიან რეგულირების საფასურს და  წარუდგენენ კომისიას ნულოვან გაანგარიშებებს შემდეგი ავტორიზებული პირები:

1. შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“;

2. შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯია“;

3. შპს „ტელეკომპანია ქუთაისი“;

4. შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”.

 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირების ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე:

1. ფიზიკური პირი სოფიო კუჭავა (ავტორიზაციის №BR-1025, 25.04.2014);

2. შპს „იმერ TV”(ავტორიზაციის № BR-953, 15.10.2013);

3. შპს „რეი ლაითი“ (ავტორიზაციის №BR-1037, 20.03.2013);

4. შპს „ტვ XXI+“ (ავტორიზაციის №BR-1119, 02.12.2013);

5. ფიზიკური პირი ჰამლეტ გეგია (ავტორიზაციის №BR-1117, 19.11.2013);

6. შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ (ავტორიზაციის №BR-19, 12.07.2012);

7. შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯია“ (ავტორიზაციის №BR-391, 05.07.2012);

8. შპს „ტელეკომპანია ქუთაისი“ (ავტორიზაციის №BR-1091, 26.08.2013);

9. შპს ნევერლენდ თივი Neverland TV” (ავტორიზაციის №BR-1099, 26.09.2013).

 

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2016 წლის 30 ივნისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე           (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „იმერ TV”-ისთვის, შპს „რეი ლაითისთვის“, შპს „ტვ XXI+“-ისთვის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისთვის“, შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიასთვის“, შპს „ტელეკომპანია ქუთაისისთვის“, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”-ისთვის, სოფიო კუჭავასთვის და ჰამლეტ გეგიასთვის გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები