წვდომის მენიუ

დეკემბერი 26, 2016 14:55

შეტყობინება შპს „TV 8“-ს

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს ჩანიშნული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში ,,კომისია“) სხდომა,  თქვენი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო 2016 წლის 29 დეკემბერს, 15:00 საათზე, მისამართი: 0144 ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18. კომისიის სხდომაზე განიხილება შპს „TV 8“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა), ბ), დ) და ვ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის  დარღვევის გამო (საფუძველი: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 28.11.16 N10/12544-16 სამსახურებრივი ბარათი). 

 ამასთანავე, გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად,  შპს  „TV 8“-ს უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები. 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.


კომისიის თავმჯდომარე                                                              ვახტანგ აბაშიძე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები