ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
კომუნიკაციების კომისია (შემდგომში - კომისია) აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე
თანამდებობრივი სარგო: პოზიციისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის ოდენობა - 4995 ლარი (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის უფროსის წინაშე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- კომისიის შესაბამისი თანამშრომლებით დაკომპლექტებისათვის აუცილებელი ღონისძიებების წარმართვა: ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადებული კონკურსების ჩატარება (საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება, კონკურსის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და კანდიდატების მოზიდვა, რეზიუმეების პირველადი გადარჩევა, შეფასების ეტაპების წარმართვა, აპლიკანტთა ინფორმირება და ა.შ.) კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
- თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის სრული ციკლის მართვა, კომისიაში დანერგილი შეფასების წესის შესაბამისად;
- კომისიის დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული პროცესების სრულად მართვა - სათანადო ღონისძიებების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და შესრულება;
- კომისიის ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების მიზნით, ახალი პროექტების/ღონისძიებების ინიცირება და განხორციელება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის პროცესების ავტომატიზაციის პროცესებზე მუშაობა;
- კომისიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების გადახედვა პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში, პროცესების შემდგომი სრულყოფის ან/და ეფექტიანობის ამაღლებისკენ მიმართული ცვლილებების ინიცირება და სათანადო პროცესების მართვა; კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება და დახმარება;
- კომისიის ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებების მუშაობისა და შემდგომი შედეგების გაუმჯობესების მიზნით, საჭირო კვლევებზე მუშაობა/ჩართულობა;
- კომუნიკაციების კომისიის თითოეული პოზიციისათვის თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებისა და საჭიროებისამებრ, განახლების პროცესებზე მუშაობა;
- საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულთა სამუშაო დატვირთვის შეფასების პროცესებში მონაწილეობა;
- შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია და საჭიროებისამებრ, საკადრო-საკანცელარიო საკითხების მართვაში მონაწილეობა;
- ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა, შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
- თანამშრომელთა შიდა კომუნიკაციისა და ცოდნის გაზიარების მიზნით, დასაგეგმ და განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: მაგისტრის აკადემიური ხარისხი სოციალური მეცნიერებების, ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წელი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, კერძოდ, პერსონალის შერჩევის, შეფასების, ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით.
საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
უცხო ენის ცოდნა:
ინგლისური ენა - B2 დონე
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Office (Word, Excel, Powerpoint) - კარგი
სასურველია: კანდიდატს სასურველია ჰქონდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ან/და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინა;
- ინიციატივიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- აქტიური მოსმენისა და კომუნიკაციის უნარი.
კომისიაში დასაქმების პირობა:
ინტერესთა კონფლიქტი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად, კომისიაში დასაქმებულს ინტერესთა კონფლიქტი აქვს თუ, იგი იმავდროულად:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
- ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. დანართი).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია:
- კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
- ზეპირი დავალება და გასაუბრება.
საბუთების მიღების ვადაა: 2024 წლის 17 დეკემბრიდან 2024 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.