ივნისი 30, 2021 18:40

დასრულებული: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს  გამარტივებულ საჯარო კონკურსს  კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის  პოზიციაზე

თანამდებობრივი სარგო:  6660 ლარიდან - 8325 ლარამდე  (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება:   კომისიის თავმჯდომარის წინაშე

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადაა: 2021 წლის 30 ივნისიდან 15 ივლისის  ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

ა) კომუნიკაციების კომისიის ადამიანური რესურსების სტრატეგიული მიმართულებების და პოლიტიკის კომისიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) კომუნიკაციების კომისიის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება,  პროცედურების განხორციელებაზე ზედამხედველობა და ანგარიშგება;

გ) კომუნიკაციების კომისიის ორგანიზაციული  განვითარების პროცესში მონაწილეობა, ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდის მხარდაჭერა კომისიის სამუშაო ძალის დაგეგმვის, ადამიანური რესურსების განვითარების მხრივ;

დ) თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს მართვის/შეფასების სისტემის შემუშავება  და მართვა თანამშრომელთა ეფექტიანობისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით;

ე) კომუნიკაციების კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომლის შერჩევა/დაქირავების და ორგანიზაციაში ინტეგრირების პროცესის მართვა;

ვ) კომუნიკაციების კომისიაში დასაქმებულების კარიერული მართვის პოლიტიკის დანერგვა;

ზ) კომუნიკაციების კომისიაში ადამიანური რესურსების განვითარების და  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,  სათანადო ღონისძიებების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;

თ) ეფექტიანობაზე მიმართული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების მიზნით,  კომუნიკაციების კომისიის  შიდა კომუნიკაციის მართვა;

ი) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის ადმინისტრირებისა და  საკადრო კანცელარიის მართვის პროცესის ზედამხედველობა;

კ) კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელთა შრომითი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პროცესების მხარდაჭერა;

ლ) დაქვემდებარებულთა საქმიანობის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი, შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: მაგისტრის  ხარისხი სოციალური მეცნიერებების,  ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის, შერჩევის, შეფასების და პროფესიული განვითარების მიმართულებით, აქედან სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება საჯარო/სახელმწიფო ორგანიზაციაში.

 სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე.

სასურველია:

  • ადამიანური რესურსების მართვის საკონსულტაციო ორგანიზიციაში მუშაობის გამოცდილება.
  • სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
  • გამოცდილება პროექტების მართვის კუთხით.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი";
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ".

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა  -  C1 დონე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office (Word, Excel, PowerPoint ) - ძალიან კარგი

კომპეტენციები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღებამითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  აპლიკანტმა  უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV), 
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელიც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  (ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში)

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას  აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები