აპრილი 13, 2020 12:26

დასრულებული: ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო:     1665 დან 3330 მდე (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება  ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • კომისიაში არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის და კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ქსელში წარმოქმნილი ინციდენტების  აღრიცხვა და მოგვარება  დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
  • კომისიის შიდა კომპიუტერული  ქსელის ორგანიზება, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურისა და პერიფერიული მოწყობილობების ადმინისტრირება და გამართულობის უზრუნველყოფა;
  • ფიზიკური ქსელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება (კაბელის გამზადება/გაყვანა, საკომუნიკაციო პანელზე ინსტალაცია, პორტების მენეჯმენტი, კაბელ-მენეჯმენტი);
  • სერვერული და ქსელურ მოწყობილობებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა;
  • ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემების სარეზერვო ასლების ადმინისტრირება;
  • კომპიუტერული ტექნიკის მონიტორინგის, შერჩევის, შეკეთების, განახლების და შესყიდვის სამუშაოთა ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • თანამშრომლების მიერ დაფიქსირებულ IT პრობლემებზე დროული რეაგირება და აღმოფხვრის;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, შესაბამისი ტექნიკური დავალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში ბაზრის კვლევის ჩატარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი, კომპიუტერული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების/ქსელური ინფრასტრუქტურის კუთხით.

სასურველია:

Microsoft Exchange Online სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული ცოდნა:

  • ქსელური ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა;
  • კომპიუტერის Hardware ნაწილის ცოდნა;
  • ფიზიკური ქსელის გაყვანის, მონტაჟის, კაბელ-მენეჯმენტის ცოდნა;
  • CompTIA  A+ დონის ცოდნა.

კომპიუტერული სისტემების ცოდნა:  Micrsoft Windows, Domain Controller/Active Directory;  

სასურველია:  Windows/Linux, vMware vSphere, Veeam Backup & Replication.

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა  -  B2 დონე.

კომპეტენცია და უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • დისტანციურად მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ახალი ინფორმაციის მარტივად ათვისება;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
  • ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებს საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად. (ნიმუში).

გთხოვთ, სათაურში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვი.

*ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე (დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით) კონკურსის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად.

კონკურსის ეტაპებიასაბუთების გადარჩევა, წერითი დავალება და გასაუბრება.

საბუთების მიღების ვადაა: 2020 წლის 13 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები