მარტი 27, 2019 19:19

დასრულებული: ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.


თანამდებობრივი სარგო: 3330 (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება  ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

საბუთების მიღების ვადები: 2019 წლის 27 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით.

 

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • კომისიის სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა;
  • ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა და მობილური ტექნიკური ჯგუფის მართვა;
  • წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა;
  • კომისიისა და კომისიის აპარატისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მომსახურების გაწევა;
  • კომპიუტერული ტექნიკის მონიტორინგის, შერჩევის, შეკეთების, განახლების და შესყიდვის სამუშაოთა ორგანიზება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, შესაბამისი ტექნიკური დავალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში ბაზრის კვლევის ჩატარება;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება. აქედან 2 წელი სატელეკომუნიკაციო ან/და მაუწყებლობის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:  

ვიდეო-სამონტაჟო აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება.

 

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა  -  B1 დონე

 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

Windows , Wirecast, Visualware MCS server, MS office, Storage management.

 

კომპეტენცია და უნარები:

  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს: თავისი რეზიუმე (CV), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი), ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებს საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად (იხ. დანართი).

გთხოვთ, სათაურში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ინფორმაციული ტექნოლოგიების წამყვანი სპეციალისტი“.

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები