იანვარი 30, 2020 17:41

დასრულებული: მძღოლი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს მძღოლის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 1265.40 ლარი (დარიცხული);
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ადმინისტრაციის შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფის უფროსს;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
ა) კომისიის წევრის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მოვლა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;
გ) კომისიის საჭიროებიდან გამომდინარე,კომისიის სხვა თანამშრომლების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურების უზრუნველყოფა თბილისისა და საქართველოს რეგიონების მასშტაბით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

შენიშვნა: გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გრაფიკი შეთანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: სრული ზოგადი განათლება;
სამუშაო გამოცდილება: მძღოლად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
სასურველია - პერსონალურ მძღოლად მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო გამოცდილების დადასტურების მიზნით, კანდიდატმა სასურველია მიუთითოს რეკომენდატორის (რომელიც წარმოადგენს დამსაქმებელს) სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია.

დამატებითი მოთხოვნები:
• ა/მანქანის „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა - (მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება);
• სასურველია ა/მანქანის „C” და „D“ კატეგორიის მართვის მოწმობა;
• დედაქალაქისა და საქართველოს რეგიონების საგზაო რუქის ცოდნა/წაკითხვის უნარი.
კომპეტენცია და უნარები:
• დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• გაწონასწორებულობა;
• ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.


კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს: თავისი რეზიუმე (CV), რომელშიც სასურველია მიუთითოს რეკომენდატორის (რომელიც წარმოადგენს დამსაქმებელს) სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია; მართვის მოწმობის ასლი; ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად (იხ. დანართი).
გთხოვთ სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “მძღოლი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია:
ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
ბ) შერჩეული კანდიდატების შეფასება და გასაუბრება.

კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლოა განისაზღვროს დამატებითი შერჩევის ეტაპი.

საბუთების მიღების ვადა: 2020 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები