აგვისტო 05, 2019 13:40

დასრულებული: შესყიდვების და ლოჯისტიკის ჯგუფის უფროსი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს ადმინისტრაციის შესყიდვების და ლოჯისტიკის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

 

თანამდებობრივი სარგო:  4995 ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ადმინისტრაციის უფროსს

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადაა:   2019 წლის 5 აგვისტოდან 16 აგვისტოს  ჩათვლით 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: მაგისტრის ხარისხი.

სასურველია: სამართალმცოდნეობის, ტექნიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის მიმართულებით

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე 5 წელი შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. აქედან სულ მცირე 3 წელი სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, ხოლო სულ მცირე 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

უპირატესობა მიენიჭება:

  • კანდიდატს, რომელსაც აქვს კერძო სექტორში შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
  • აქვს საერთაშორისო ტენდერების ჩატარების გამოცდილება
  • აქვს უკანასკნელი 3 წელი სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

 

საკონკურსო თემატიკა:

  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (მითითებულია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე);
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • სამოქალაქო კოდექსი: სახელშეკრულებო სამართალი, საბანკო გარანტიები, ნარდობა, საკუთრების უფლება;
  • საგადასახადო კოდექსი: დაბეგვრა, ორმაგი დაბეგვრა;
  • CISG Incoterms 2010.

 

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა ( შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების მიხედვით დაჯგუფება, მონეტარულ ზღვრებში განლაგება და შესყიდვების განხორციელების საშუალებების შერჩევა) და კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; საჭიროებისამებრ შესყიდვების გეგმის კორექტირება და კორექტირებული გეგმის კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ბ) სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა, დადგენილი წესით;

გ) ”სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში” კომისიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების წარმართვა და შესაბამისი საინფორმაციო, ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ე) კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით შესასყიდი საქონლის ან მომსახურების თაობაზე სატენდერო მოთხოვნების, (ტექნიკური დავალების) დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე, სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

ვ) განხორციელებული შესყიდვების შესახებ სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ წარსადგენი ანგარიშების მომზადებაზე ზედამხედველობის გაწევა, ანგარიშის საბოლოო პროექტის დადასტურება და ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში;

ზ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად კომისიასა ან/და კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით შესყიდვის წესისა და ფორმის განსაზღვრა, და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;

თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, კომისიის მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მომზადების უზრუნველყოფა;

ი) შესყიდული საქონლისა და შესრულებული სამუშაოების მიღება–ჩაბარების აქტების გაფორმების უზრუნველყოფა საერთაშორისო შესყიდვებისა და სპეციფიური ხასიათის შესყიდვის შემთხვევაში;

კ) კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით პოტენციურ მომწოდებელთა სიის შემუშავება, ფასგამოკითხვის წარმოება რელევანტური ფასის განსაზღვრისა და ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით.

ლ) სახელშეკრულებო პირობების მართვა; სახელშეკრულებო პირობების მართვის კუთხით მიმწოდებელთა ურთიერთობის წარმოება; პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;

მ) ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ პოტენციურ მომწოდებლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოლაპარაკება;

ნ) დარგის შესაბამისი მომსახურების ან საქონლის პოტენციურ მიმწოდებელთა შიდა ბაზის/რეესტრის მართვის ზედამხედველობა

ო) მიმწოდებელთა შიდა შეფასება წარსულში უკვე გაწეული სამუშაოს/მომსახურების შესახებ. შესაბამისი შიდა რეესტრის წარმოება;

პ) საერთაშორისო შესყიდვების შემთხვევაში საბაჟო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა დაწესებული  პროცედურების გათვალისწინებით.

ჟ) ჯგუფის საქმიანობის კოორდინირება დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად;

რ) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობისა და შესრულების კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება.

ს) კომისიის მარაგების მართვა და შესაბამისი საორგანიზაციო, ტექნიკა-მოწყობილობებით და სხვა აუცილებელი ინვენტარით მომარაგების უზრუნველყოფა;

ტ) კომისიის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.

უცხოური ენების ცოდნა: ინგლისური ენა  B2 დონეზე 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  MS Office (Word,  Excel - ძალიან კარგი)

კომპეტენცია და უნარები:

  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა; 
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი; 
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება: 

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს - თავისი რეზიუმე (CV),  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);   ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებს საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. დანართი).

 

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -“შესყიდვების და ლოჯისტიკის ჯგუფის უფროსი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის

 

კონკურსის ეტაპებია:  

  • საბუთების გადარჩევა
  • გასაუბრება შემთხვევათა ანალიზის მეთოდით

 

კანდიდატთა გარკვეული რაოდენობა შესაძლოა დაბარებულ იქნას დამატებით ეტაპზე.

 

გისურვებთ წარმატებებს ! 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები