ოქტომბერი 12, 2017 18:01

დასრულებული: ვაკანსია ადამიანური რესურსების მართვის ჯგუფის საკადრო ადმინისტრირების მიმართულებით არასაშტატო სპეციალისტის პოზიციაზე

ვაკანსია ადამიანური რესურსების მართვის ჯგუფის საკადრო ადმინისტრირების მიმართულებით არასაშტატო სპეციალისტის პოზიციაზე

კომისიაში მიმდინარე ორგანიზაციული გაძლიერების ფარგლებში ინერგება ადამიანური რესურსების მართვის (არმ)  ელექტრონული სისტემა,  ა.რ.მ. პროცესების ეფექტიანი და უშეცდომო მართვისათვის.  აღნიშნული სისტემა მორგებულია კომისიაში დანერგილ სამუშაო პროცესებზე და სხვა საჭიროებებთან ერთდ, მიზნად ისახავს კომისიაში დასაქმებულთა პირადი საქმეებისა და საკადრო კანცელარიის მოწესრიგებას. 

აღნიშნული სისტემის დანერგვის სწრაფი უზრუნველყოფისათვის, კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს.

გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება 2 თვის ვადით პირის დაქირავების მიზნით,  არამუდმივი სამუშაოების შემსრულებლად შემდეგი ფუნქციებით:

ა) კომისიის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის შეტანა;

ბ) კომისიის დასაქმებულთა დარეგისტრირება ელექტრონულ პროგრამაში;

გ) კომისიის დასაქმებულთა ელექტრონული პირადი ბარათები/პირადი საქმეების შექმნა;  

დ) საკადრო კანცელარიის კუთხით მიმდინარე სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო მინიმალური განათლების ხარისხია:  არასრული უმაღლესი  ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის,  ფსიქოლოგიის  ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

სასურველი მოთხოვნები:  

  • უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ არმ ელექტრონულ სისტემებში მუშაობის გამოცდილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია:

აღნიშნული ვაკანსიით დაინტერსებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  hr@gncc.ge 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები