აპრილი 16, 2018 18:08

დასრულებული: ვაკანსია კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის პოზიციაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო:     2497.5 (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება:

ოფის-მენეჯერის ან და თანაშემწის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

უცხოური ენების ცოდნა: ინგლისური ენა B1 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

MS Office (Word,  Excel -კარგი)

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  1. კომისიის თავმჯდომარის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  2. კომისიის თავმჯდომარის შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება;  საჭიროების შემთხვევაში - დასწრება; შესაბამისი ჩანაწერების უზრუნველყოფა;
  3. კომისიის თავმჯდომარის მიერ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მენეჯერებზე ან/და თანამშრომლებზე გაცემული დავალებების შესრულების ყოველდღიური და ყოველკვირეული მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგება თავმჯდომარესთან;
  4. შემოსული და გასული კორესპონდენციის წარდგენა კომისიის თავმჯდომარისთვის და მიმდინარეობის კონტროლი;
  5. ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა, წერილების და დოკუმენტების დახარისხება, შენახვა და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
  6. ზარების მართვა, შესაბამის პირებთან გადამისამართება, საჭიროების შემთხვევაში- ჩანაწერების გაკეთება;
  7. კომისიის თავმჯდომარის შეხვედრების ორგანიზება;
  8. კომისიის თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულება და მართვა

კომპეტენცია და უნარები:

v  დროის მართვა;

v  ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;

v  აქტიური მოსმენის უნარი;

v  სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

v  უნარები: ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, ინიციატივა.  

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ: 

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი; 

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი; 

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს; 

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს; 

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს; 

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 

ინტერესთა კონფლიქტის ფორმის ნიმუში იხილეთ თანდართულ ფაილში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

 

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს - თავისი რეზიუმე,  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);  ხელმოწერილი ხელწერილი  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. (იხ. დანართი) 

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. 

საბუთების მიღების ვადაა:   2018 წლის 16 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები