ოქტომბერი 23, 2018 14:39

დასრულებული: ვაკანსია ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო:     2497.50 (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება ადმინისტრაციის შესყიდვების და ლოჯისტიკის ჯგუფის უფროსს;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

საბუთების მიღების ვადები:   2018 წლის  23 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით

 

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • საქონლის/მომსახურების მიწოდების თაობაზე შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგი მომწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • გამარტივებული შესყიდვების პროცედურის მართვა: შესყიდვების წინ ბაზრის კვლევა და ანალიზი, მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და ოპტიმალური შემოთავაზების მქონე მომწოდებლის გამოვლენა;
  • კომისიის მარაგების მართვა და შესაბამისი საორგანიზაციო, ტექნიკა-მოწყობილობებით და სხვა აუცილებელი ინვენტარით მომარაგების უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვების ინიცირება;
  • შესყიდული საქონლის საწყობისთვის გადაცემის უზრუნველყოფა;
  • კომისიის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • შესყიდული საქონლის საბაჟო პროცედურების გატარება, დეკლარირება, განბაჟება და ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა შესყიდვებისა და ტრანსპორტირების კუთხით;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება:  მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ლოჯისტიკის ან სამეურნეო - სასაწყობო მარაგების მართვის   მიმართულებით.

სასურველია:  

  • მუშაობის გამოცდილება გადამზიდავ ან ლოჯისტიკურ კომპანიებში შესაბამის პოზიციებზე;
  • სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (შემსყიდველის ან მომწოდებლის მხრიდან);
  •  ა/მანქანის „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.

 

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა  -  B1 დონე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (Word, Excel ) კარგი

კომპეტენცია და უნარები:

  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს: თავისი რეზიუმე (CV), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,  მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი), მართვის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში (იხ. ბმული).

 

გთხოვთ, სათაურში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ლოჯისტიკის სპეციალისტი”.

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები