მარტი 14, 2018 15:28

დასრულებული: ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე. 

თანამდებობრივი სარგო:  4995  ლარი(დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები

განათლება: ბაკალავრის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება: უკანასკნელი 5  წლის განმავლობაში სულ მცირე 3 წლის განმავლობაში   საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, მათ შორის  ციფრული მედიის  მიმართულებით.

სასურველია სოციალური მედია მარკეტინგის  მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა - B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office (Word,  Power Point  ძალიან კარგი, Excel- კარგი);
  • საიტის (ბლოგის მართვის) გამოცდილება;
  • სოციალურ ქსლებში მუშაობის გამოცდილება:  Facebook, LinkedIn, YouTube, Twitter, Instagram,  სხვა.

 სასურველია: 

  • პროგრამების: Photoshop-ის, Illustrator-ის და  InDesign-ის ცოდნა;
  • SEO (search engine optimization)-თან მუშაობის გამოცდილება

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ გვერდზე WWW.GNCC.GE განსათავსებელი ინფორმაციის ადმინისტრირება, განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
  2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ გვერდის WWW.GNCC.GE   - ვიზუალური მხარის ადმინისტრირება და მართვა;
  3. კომისიის საქმიანობის, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების,  ასევე კომისიის თავმჯდომარისა და წევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება კომისიის ვებ-გვერდისა და კომისიის სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით;
  4. კომისიის ვებ-გვერდის ინგლისური ვერსიისთვის მასალის თარგმანის უზრუნველყოფა და მიღებული შედეგის სიზუსტის შეფასება, ასევე,  კომისიის ვებგვერდზე დროული განთავსების უზრუნველყოფა;
  5. საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიიდან გამომდინარე, კომისიის საქმიანობის შესახებ სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელება და შესაბამისი ვიზუალური ეფექტების უზრუნველყოფა;
  6. კომისიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების თავსებადობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  7. საიტის ტექნიკური და შინაარსობრივი განვითარების უზრუნველყოფა;
  8. კომისიის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის  ადმინისტრირება, შემოსულ წერილებსა და კომენტარებზე ოპერატიული რეაგირება კომისიაში დადგენლი წესით;
  9. საჭიროების შემთხვევაში კომისიის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ეთერის (Facebook Live) დაგეგმვა  და განხორციელება; კომისიის ოფიციალურ Youtube არხზე ვიდეოების განთავსება;
  10. სოციალურ ქსელებში განთავსებული კომენტარების, პოსტების კონტროლი და მათზე რეაგირება; რეკლამები მენეჯმენტი;
  11. ვებ-ბანერების და სხვა ვიზუალური (გრაფიკული და ანიმაციური) მასალის სხვადასხვა საიტებზე განთავსების მართვა და მონიტორინგი;
  12. კომისიის საკომუნიკაციო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის  სტატისტიკური ანალიზი და აღნიშნულის შესახებ  პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  13. კომისიის საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენაში მონაწილეობის მიღება, ციფრული მედიის მიმართულების სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  14. კომისიის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
  15. მონიტორინგების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
  16. კომისიის საქმიანობაში,  ასევე, კომისიის მიერ დაგეგმილი  აქტივობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების და საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  17. კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება; 

აღნიშნულ პოზიციაზე, აპლიკანტის კომპეტენციიდან გამომდინარე,  სასურველია შესრულდეს დამატებითი ფუნქციები: ვიდეო რედაქტირება, გრაფიკული ვიდეოების დამზადება,   ვიდეო ქავერების მომზადება, ვიდეოებზე სუბტიტრების და ანიმაციური ტექსტების დადება. 3D ელემენტებთან მუშაობა.  

კომპეტენცია და  უნარები:

  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;
  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

კონკურსის ეტაპები:  

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

აპლიკანტების შეფასება 

შერჩეული აპლიკანტების შეფასება მოხდება გასაუბრების მეთოდით.  აპლიკანტთა განსაზღვრულ რაოდენობასთან, შესაძლოა დაიგეგმოს ხელმეორე გასაუბრება. 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადის წარმოდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@gncc.ge დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:   თავისი რეზიუმე,  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და  უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი,  ან ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);  

საბუთების მიღების ვადაა:   2018 წლის 14  მარტიდან 28 მარტის ჩათვლით.

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები